01:32 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-04 14:54:22, 2552 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე: იმედი მაქვს, რომ 7-ში ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდება ყველაფერი

დემირელის სახელობის კოლეჯის მენეჯერის მეუღლე თუბა ჩაბუქი იმედს გამოთქვამს, რომ 7 ივლისს ლტოლვილთა სამინისტრო სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს. 

როგორც ჩაბუქმა ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, გასაუბრება საკმაოდ ნაყოფიერი იყო.  

„მინდა, მადლობა გადავუხადო სამინისტროს წარმომადგენელს, რომელიც გამესაუბრა. ძალიან კარგი გასაუბრება იყო და იმედით ვარ სავსე, რომ 7-ში ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდება საქმე“, - განაცხადა თუბა ჩაბუქმა.

ცნობისთვის, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხზე გადაწყვეტილებას 7 ივლისს მიიღებს. 

შეგახსენებთ, თბილისში, 24 მაისს, თურქული მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი  მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს. სასამართლო პროცესზე პროკურორმა განაცხადა, რომ ჩაბუქს შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად და მისი დაპატიმრება მოითხოვა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მუსტაფა ემრე ჩაბუქს სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. დაკავებული პედაგოგი ბრალს არ აღიარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics