|
2017-07-03 14:15:25, 2590 ნახვა
მსოფლიო
ერაყში ქალის ტანსაცმელში გადაცმულმა ტერორისტმა თავი აიფეთქა - დაიღუპა 13 დევნილი და ერთი პოლიციელი
ერაყში ქალის ტანსაცმელში გადაცმულმა თვითმკვლელმა ტერორისტმა 14 დევნილი მოკლა, - ამის შესახებ გამოცემა The Independent წერს. მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქება ბაღდადში მდებარე იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკში მოხდა, რომელსაც „ისლამური სახელწმიფოს“ ტყვეობიდან გაქცეული ერაყელები აფარებენ თავს. როგორც მედია წერს, თავდასხმის დროს ასევე ერთი პოლიციელი დაიღუპა. კერძოდ კი, ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ აამოქმედა, როდესაც მასთან პოლიციელი მივიდა. მედიის ცნობით, აფეთქების შემდეგ 20 ადამიანი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. ამასთან, სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ თავდასხმა "ისლამური სახელლმწიფოს" ორგანიზებით მოხდა, რადგან დაჯგუფება ქვეყნის მასშტაბით ტერიტორიებს კარგავს და ერაყის სამხედრო ძალები ტერორისტებისგან გაწმენდის ოპერაციას წარმატებით ასრულებენ.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)