|
2017-06-28 20:44:28, 1098 ნახვა
სპეციალური ანონსი
29 ივნისის ანონსი
10:00 საათზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა ქვემო ქართლის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მეწარმეებს და ფერმერებს შეხვდება. მისამართი: მარნეული, გამგეობის შენობა 10:00 საათზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, FIDIC-ის ბიზნეს დღეების ფარგლებში საქართველოში გამართულ პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვა. 10:30 საათზე, ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა წყნეთის საზაფხულო ბანაკის მონაწილე მოსწავლეებს ეწვევა. 11:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის თემურ ბასილიას დევნის გადახედვის საქმეზე სასამართლო პროცესი განახლდება. 11:00 საათზე სასტუმრო „მერკურში“ საქართველოში წარმოებული ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ონლაინ კატალოგის www.geowinery.com პრეზენტაცია გაიმართება. 12:00 საათზე, დედაენის ბაღში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმოებულიპროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. 12:00 საათზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური სადისკუსიო პლატფორმის მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდება და მათ საქართველოს სახელმწიფო სამშვიდობო პოლიტიკისა და ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის შესახებ ინფორმაციას გააცნობს. 13:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტს სტუმრად ქართველი ებრაელი მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწეების (ისრაელი, აშშ) დელეგაცია ეწვევა, რომლის დროსაც წიგნის -„საქართველოს ებრაელთა პოეზიის ანთოლოგია“ პრეზენტაცია გაიმართება. 14:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სს „თიბისი ბანკს“ შორის ურთიერთთანამაშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე და სს „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე მოაწერენ ხელს. 15:00 საათზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში 5საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი „1+4“ პროგრამის მონაწილე სტაჟიორებს შეხვდება. თემა: საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია: სარგებელი და შესაძლებლობები ახალგაზდებისთვისმისამართი: თბილისი, შ. დადიანის 2/1 15:00 საათზე, ბათუმში, ”რედისონ ბლუ ბათუმში” ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ჯანი ბუკიკიოს შეხვდებიან. 17:00 საათზე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ელექტროფიზიოლოგიური – არითმოლოგიის ცენტრის ,,რიტმარტის’’ პრეზენტაცია გაიმართება. 17:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში, მე-8 სართულზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ევროკავშირის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (OLAF) გენერალურ დირექტორს ჯოვანი კესლერს შეხვდება. 17:00 საათზე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში პირველი ქართველი მოქანდაკე ქალის ნინო წერეთელის 115 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოფენა გაიხსნება. 17:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი არითმოლოგიის ცენტრის პრეზენტაციას დაესწრება. ამიერკავკასიაში პირველად რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარდა არითმიების კრიო აბლაცია და მოსახლეობისთვის გახდა ხელმისაწვდომი. მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. #29, თბილისი აკად.ნ.ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა საკონტაქტო პირი: სოფო ჭუმბურიძე 599 120009
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)