17:30 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-28 11:22:59, 2261 ნახვა

სამართალი
დემირელის კოლეჯის პარტნიორი სკოლები მუსტაფა ემრე ჩაბუქს თავდებში უდგებიან

სკოლა-ლიცეუმის "სხივი" წარმომადგენლები, დემირელის კოლეჯის მენეჯერს მუსტაფა ემრე ჩაბუქს თავდებში უდგებიან, - ამის შესახებ სკოლა-ლიცეუმის ხარისხის მართვის მენეჯერმა თინათინ ჩხაიძემ განაცხადა.

როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, მის სკოლასთან ერთად, მოთხოვნას 6 პარტნიორი სკოლის წარმომადგენლები აწერენ ხელს.

მან იმედი გამოთქვა, რომ განათლების სამინისტრო და შესაბამისი საგამოძიებო ორგანოები სკოლების თხოვნას, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების შეჩერებასთან დაკავშირებით, გაითვალისწინებენ.

ცნობისთვის, დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატების განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფს დევნილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 29 ივნისს გაესაუბრებიან. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო დემირელის კოლეჯის მენეჯერისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.

შეგახსენებთ, თბილისში, 24 მაისს, თურქული მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი  მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს. სასამართლო პროცესზე პროკურორმა განაცხადა, რომ ჩაბუქს შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად და მისი დაპატიმრება მოითხოვა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მუსტაფა ემრე ჩაბუქს სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. დაკავებული პედაგოგი ბრალს არ აღიარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics