|
2017-06-27 10:54:15, 2362 ნახვა
სამართალი კომენტარი
აზერბაიჯანის გენპროკურორის მოადგილე მუხთარლიზე: გამოძიებას ვაწარმოებთ საკუთარი და არა ევროპარლამენტის კანონმდებლობით
აზერბაიჯანის გენერალური პროკურორის მოადგილის კამრან ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანული მხარე აფგან მუხთარლის საქმეზე საჭიროების შემთხვევაში ქართველ კოლეგებთან ითანამშრომლებს. ამის შესახებ კამრან ალიევმა ჟურნალისტებს თბილისში, პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციის დაწყებამდე განუცხადა. "ის დააკავეს, როცა უკანონოდ კვეთდა საზღვარს. ამ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. მე არ ვაწარმოებ გამოძიებას, მაგრამ, თუ საჭიროება იქნება, რა თქმა უნდა, ვითანამშრომლებთ, რადგან ის კვეთდა საზღვარს ქართული მხრიდან აზერბაიჯანში და შეიძლება გარკვეული კითხვები გაჩნდეს გამოძიების მსვლელობისას. მეტის თქმა არ შემიძლია, ეს არის კონფიდენციალური გამოძიება", - აღნიშნა აზერბაიჯანის გენ-პროკურორის მოადგილემ. რაც შეეხება იმ ინფორმაციას, რომ ჟურნალისტი თბილისში დააკავეს, ალიევმა განაცხადა: „ინფორმაცია ყველანაირი შეიძლება იყოს, რამდენად შეესაბამება სიმართლეს, გამოძიების საკითხია“. იგი ასევე აფგან მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. „არ ინერვიულოთ, ჩვენ გვაქვს სამედიცინო სამსახური პენიტენციურ სისტემაში, თვალ-ყურს ადევნებს და არანაირი კითხვები მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. თუ რამე იქნება მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თქვენ არ ინერვიულოთ, იქ არის კვალიფიციური სამედიცინო სამსახური და დახმარებას აღმოუჩენენ. აზერბაიჯანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და გამოძიებას აწარმოებს საკუთარი და არა ევროპარლამენტის კანონმდებლობის შესაბამისად. ამ სტრუქტურის წევრები არ არიან არც აზერბაიჯანი და არც საქართველო", - განაცხადა ალიევმა.
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)