18:14 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-20 16:09:55, 462 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ მაჭავარიანი: პრეზიდენტი ზრდასრული ბიჭია და ჩემი რეკომენდაციები არ სჭირდება

საპარლამენტო უმცირესობის წევრის მიხეილ მაჭავარიანის შეფასებით პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ზრდასრული ადამიანია და გადავა თუ არა ათონელის რეზიდენციაში, რეკომენდაციები არ სჭირდება.

„პრეზიდენტი ზრდასრული ბიჭია და ჩემი რეკომენდაციები არ სჭირდება. ეს არის შიდა გუნდური „ბრაზიანობა“ და თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მაჭავარიანი. ამასთან, დეპუტატი მარგველაშვილის ავლაბრის რეზიდენციაში გადასვლას მიესალმება. „მე მივესალმები იმ ნაბიჯს, როცა გიორგი მარგველაშვილი ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში გადავიდა. გადაწყვიტა თუ ვინმემ ურჩია, ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, ათონელის რეზიდენცია საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შედიოდა. თუმცა, როგორც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ათონელის რეზიდენციიის პრივატიზებით ბიზნეს წარმომადგენლები ნაკლებად ინტერესდებიან, რადგან მისივე შეფასებით, ამ შენობის ფუნქციონალური მოწყობა უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის არის განსაზღვრული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics