01:33 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-24 11:40:38, 2901 ნახვა

მსოფლიო
საუდის არაბეთის ხელისუფლებამ მექაში დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთა

საუდის არაბეთის ხელისუფლებამ მექაში დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ტერორისტების სამიზნე წმინდა ქალაქ მექაში მდებარე მეჩეთი, ალ-ჰარამი იყო.

ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილმა პირმა მეჩეთის გვერდით მდებარე, ალყაშემორტყმულ შენობაში თავი აიფეთქა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაშავდა.

საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი კიდევ 5 ადამიანი დააკავეს.

ამ დროისთვის უცნობია, რომელი ტერორისტული დაჯგუფების ორგანიზებით უნდა მომხდარიყო ტერაქტი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics