22:05 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-22 10:45:52, 2233 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: ქუთაისი საერთაშორისო განათლების ძალიან მნიშვნელოვანი კერა გახდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ის ასევე გამოეხმაურა რამდენიმე დღის წინ მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებულ თანამშრომლობის მემორანდუმს.

კვირიკაშვილის თქმით, პროექტში  მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი შემოდის, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი, ჩამოყალიბდეს როგორც საერთაშორისო რეგიონული განათლების ცენტრი.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია მოგეხსენებათ ქუთაისის საერთაშორისო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და ორი დღის წინ ხელი მოეწერა ქუთაისის უნივერსიტეტსა და მიუნხენის  ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს,  რომლის თანახმადაც მიუნხენის ტექნიკური  უნივერსიტეტი შემოდის ამ პროექტში არა როგორც კონსულტანტი, არამედ როგორც პარტნიორი.ქუთაისის უნივერსიტეტი ხდება ერთობლივი პროექტი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად.

მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი შემოდის ამ პროექტში, არა როგორც კონსულტანტი, არამედ პარტნიორი.მიუნხენის უნივერსიტეტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე სასწავლებელია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი, ჩამოყალიბდეს საერთაშორისო რეგიონული განათლების ცენტრად და ქუთაისი მართლაც გახდება საერთაშორისო განათლების მნიშვნელოვანი კერა, როგორც ეს იყო ისტორიულად.  ამ პროექტის წარმატებას წინ არაფერი დაუდგება.

ეს მართლაც ისტორიული მნიშვნელობის პროექტია, რომელიც  დიდ ზეგავლენას მოახდენს საქართველოს განვითარებაზე. გილოცავთ ამ ძალიან დიდი წარმატებას. მოხარული ვარ, რომ საქართველო თანდათან ხდება ძალიან პოპულარული არა მხოლოდ მეზობელ ქვეყნებში არამედ საკმაოდ დაშორებული ქვეყნებიდანაც ჩამოდის ბევრი სტუდენტი განათლების მისაღებად. ქუთაისის უნივერსიტეტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმანთლებლო ინსტიტუცია იქნება ევროპაში. დარწმუნებული ვართ, ამ პროექტის წარმატებაში“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics