17:29 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-20 18:57:10, 2173 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის საერთაშორისო დაბეგვრის საკითხებზე Twinning-ის პროგრამა იწყება

20-21 ივნისს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი ნიდერლანდების ქ. ნორდვეიკში, ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და დიდი ოცეულის (G20) მიერ ინიცირებულ დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის (BEPS) ინკლუზიური პლატფორმის ხელმძღვანელი ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში, ლაშა ხუციშვილმა და ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტროს საერთაშორისო და სამომხმარებლო გადასახადების დეპარტამენტის დირექტორმა, ჰარი რუდბენმა ხელი მოაწერეს პროგრამას საქართველოსა და ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტროებს შორის დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის (BEPS) ინკლუზიური პლატფორმის ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ (Twinning programme).

პროგრამა მიზნად ისახავს BEPS-ის ინკლუზიური პლატფორმის ახალი წევრების მხარდაჭერას BEPS-ის პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დანერგვის პროცესში. კერძოდ, ტექნიკურ დახმარებას და გამოცდილების გაზიარებას ისეთ საკითებში, როგორიც არის საზიანო საგადასახადო პრაქტიკის აღმოფხვრა, ქვეყნების მიხედვით ანგარიშგება, დავების გადაჭრის მექანიზმი და მრავალმხრივი საგადასახადო ინსტრუმენტი.

აღსანიშნავია, რომ  BEPS-ის  პროექტი შემუშავებულ იქნა 2013 წელს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის და დიდი ოცეულის მიერ დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით და მოიცავს 15 სამოქმედო ღონისძიებას.

ინკლუზიურ პლატფორმას, რომლის მიზანია, ფისკალურ საქმეთა კომიტეტში ქვეყნების თანამშრომლობა თანასწორუფლებიან საფუძველზე BEPS-ის პაკეტის იმპლემენტაციისათვის, საქართველო შეუერთდა 2016 წლის 14 ივნისს.

მასში დღეისათვის გაწევრიანებულია 100-მდე სახელმწიფო.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics