|
2017-06-19 18:45:27, 2163 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი გახარია მიუნჰენის ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდა
ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის აკადემიური განვითარების გეგმას, აკადემიურ და კვლევით პროგრამებს, მმართველობითი სტრუქტურებისა და განვითარების გეგმას მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) სპეციალისტები ქართულ მხარესთან ერთად შეიმუშავებენ. ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის TUM-თან თანამშრომლობით განვითარდებაზე ისაუბრეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და მიუნჰენის ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ საერთაშორისო პროექტების განხორციელებისთვის დაფუძნებული ორგანიზაცია TUM International-ის მმართველმა დირექტორმა დანიელ გოტშალდმა დღეს გამართულ შეხვედრაზე. შეხვედრას TUM-ის განათლებისა და ადმინისტრირების პოლიტიკის მიმართულების კოორდინატორი გია ხუბუა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი, ინოვაციებისა და ტექნოლიგიების სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ ლაშხი, ფონდ ,,ქართუს“ დირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანი, ,,თანაინვესტირების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი კერესელიძე და პროექტის მენეჯერი ვახტანგ ცაგარელი ესწრებოდნენ. კავკასიის რეგიონში უდიდესი, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ლაბორატორიებით აღჭურვილი საუნივერსიტეტო ქალაქი ქუთაისში 140 ჰექტარზე გაშენდება. პროექტის ბიუჯეტი, თბილისის ტექნოლოგიურ ცენტრთან ერთად, 1 მილიარდ ევროს შეადგენს და ფონდი „ქართუ” აფინანსებს. სასწავლო და კვლევითი პროგრამების შემუშავებისას, ასევე უნივერსიტეტის მართვისა და სამეცნიერო თუ ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში, გამოყენებული იქნება მიუნჰენის უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სტანდარტები. მიუნხენის უნივერსიტეტის სპეციალისტები ქართველ არქიტექტორებს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის საპროექტო სამუშაოების პროცესშიც გაუწევენ კონსულტაციებს. დეტალები გაწერილია თანამშრომლობის შეთანხმებაში, რომელიც დღეს მიუნჰენის ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ საერთაშორისო პროექტების განხორციელებისთვის დაფუძნებულ ორგანიზაცია TUM International-სა და აიპ „ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსს“ შორის გაფორმდა. TUM International-თან გაფორმებული ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულია ქუთაისის უნივერსიტეტის შემადგენლობაში ინოვაციების ცენტრის, კლასტერების ჰაბის და გამოყენებითი კვლევების ცენტრის ჩამოყალიბება და პოტენციური ბიზნესპარტნიორების მოძიება. ერთობლივად შემუშავდება კონცეფცია ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრების განვითარების მიზნით, რაც ქუთაისის უნივერსიტეტს ხელს შეუწყობს, გახდეს ცოდნისა და ინოვაციების ცენტრი რეგიონში. (NS)
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)