|
2017-06-17 13:53:00, 2434 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა AIIB-ის მმართველთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარის რანგში მმართველთა საბჭოს დღევანდელი დისკუსია წაიყვანა
როგორ შეუძლია აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს (AIIB) დაეხმაროს ქვეყნებს, მოიზიდონ კერძო კაპიტალი და შესაბამისად, რა ინსტრუმენტების განვითარებაა მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით - ეს იყო ბანკის მმართველთა საბჭოს შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, როგორც ბანკის მმართველთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარემ წაიყვანა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოში მიმდინარე ინსტიტუციურ და სტრუქტურულ რეფორმებზე ისაუბრა. „საქართველო ძირითად ინფრასტრუქტურაში უახლოესი 4-5 წლის განმავლობაში 5 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, მეტი კერძო ინვესტიციის მოზიდვა ამ მიმართულებით“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. „ამჟამად, ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ საჯარო და კერძო პარტნიორობის კანონზე, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში უკვე მომზადებულია და მალე წარედგინება მთავრობას განსახილველად. თუმცა, ეს არ არის მხოლოდ ის ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება კერძო სექტორის მოზიდვას. შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, რომ აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა უნდა განავითაროს ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა დამატებითი გარანტიები კერძო სექტორისათვის, რისკის შემცირება და მინიმიზაცია, ასევე, სხვა მასტიმულირებელი ინსტრუმენტები," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. პირველმა ვიცე-პრემიერმა 16-17 ივნისს, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წლიურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო. წელს აღნიშნული შეხვედრა კორეის რესპუბლიკაში ჩატარდა.
(NS)
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)