23:12 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-13 14:30:11, 2424 ნახვა

მსოფლიო
მიუნხენში სროლის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა - თავდამსხმელი დაკავებულია

მიუნხენის სარკინიგზო სადგურზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სროლა, რომელიც უცნობმა მამაკაცმა დაიწყო, Unterfoehring-ის სადგურზე მოხდა.

როგორც მედია წერს, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც პოლიცია რამდენიმე პიროვნების დაკავეს ცდილობდა. მათ სადგურზე ჩხუბი დაიწყეს.

ერთ-ერთმა პირმა პოლიციელს ხელიდან იარაღი წაართვა და სულ მცირე 5 გასროლა განახორციელა.

France Press-ის ცნობით, მამაკაცმა კიდევ ერთი პოლიციელის რელსებზე ჩაგდება სცადა. სამართალდამცველებმა მამაკაცის დაკავება შეძლეს. ის სროლის დროს დაიჭრა.

პოლიციის თქმით, ინციდენტი ტერაქტი არ ყოფილა, რადგან თავდამსხმელი პირადი მოტივით ხელმძღვანელობდა.

BBC-ის ინფორმაციით, თავდამსხმელი 37 წლის გერმანელია. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, ხოლო სადგურის მუშოაბა დროებით შეფერხებულია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics