10:43 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-12 15:10:38, 2107 ნახვა

სამართალი
Birja Mafia-ს წევრ მიხეილ მგალობლიშვილს ქვეყნიდან გასვლის უფლება დროებით შეეზღუდა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს  მოსამართლის გადაწყვეტილებით, Birja Mafia-ს წევრ მიხეილ მგალობლიშვილს პასპორტი ჩამოერთმევა და ქვეყნიდან გასვლის უფლება დროებით შეეზღუდება.

როგორც ადვოკატმა კახა ცნობილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაცვის მხარე ითხოვდა  მგალობლიშვილს აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ  შეფარდებოდა, თუმცა ადვოკატისვე განმარტებით, თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ აღკვეთის ღონისძიების საფუძველი არსებობდა, მგალობლიშვილის მიმართ ბინით უზრუნველყოფით, 50 ათასი ლარი ოდენობის გირაოს გამოყენება მოითხოვეს. 

მოსამართლემ მიიჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების  საფუძველი  არსებობდა და მიხეილ მგალობლიშვილს საპატიმრო აღკვეთის  ღონისძიება სწორედ  50 ათას ლარიანი გირაოთი შეუცვალა.

„დროებით შეეზღუდა საზღვარგარეთ გასვლა, პასპორტი ჩამოერთმევა, ვინაიდან ხედავენ საშიშროებას, რომ დაიმალება. დაცვის მხარეც არ არის წინააღმდეგი  დავამტკიცოთ რომ არ დაიმალება“,-აღნიშნა ადვოკატმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics