22:06 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-12 12:28:10, 2504 ნახვა

მსოფლიო
ბილი ჯო სანდერსი ხურციძეზე: თუ მან მართლა ჩაიდინა მსგავსი რამ, საკუთარ თავს უნდა დააბრალოს

მსოფლიო კრივის ორგანიზაციის WBO-ს მოკრივის ბილი ჯო სანდერსის განცხადებით, ის ჩემპიონატს გამოეთიშა, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებული ავთანდილ ხურციძის შემცვლელი ვერ მოიძებნა.

როგორც სანდერმა აღნიშნა, ის სერიოზული ბრალდებები რაც ხურციძეს აქვს წაყენებული, თავის პროფესიაში ბევრ შანს ართმევს.

„მე მას ახლოს არ ვიცნობ, თუმცა ის სერიოზული ბრალდებები რაც მას წაყენებული აქვს, ბევრ შანსს ართმევს თავის პროფესიაში. ჩემი აზრით, თუ მან მართლა ჩაიდინა მსგავსი რამ, საკუთარ თავს უნდა დააბრალოს. ვიცი, რომ ფანებს ისევ უნდათ რინგზე მნახონ, თუმცა ეს ასე მარტივი აღარ არის. ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი, ძალიან გულგატეხილი ვარ, მაგრამ ეს კრივია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი", - აღნიშნა მოკრივემ.

შეგახსენებთ, რომ 8 ივლისს, Copper Box Arena-ზე ბრიტანელ ჩემპიონ ბილი ჯო სანდერსსა და WBO-ს ვერსიით დროებით მსოფლიო ჩემპიონ ავთანდილ ხურციძეს შორის ბრძოლა უნდა გამართულიყო, თუმცა ხურციძის დაკავების შემდეგ ორთაბრძოლა გადაიდო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ხურციძის შემცვლელი ვერ მოიძებნა, რის გამოც სანდერსი მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა.

ცნობისთვის, ავთანდილ ხურციძეს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics