|
2017-06-10 11:09:26, 2590 ნახვა
მსოფლიო
ანგელა მერკელი: ევროკავშირი მზად არის Brexit-ის მოლაპარაკებების დასაწყებად
გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, Brexit-ის მოლაპარაკებების დასაწყებად არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს - ამის შესახებ BBC იუწყება. მერკელი მიიჩნევს, რომ დიდი ბრიტანეთი დღის წესრიგს მიყვება და როგორც კარგი პარტნიორი, მოლაპარაკებების დასაწყებად უკვე შეთანხმებულ თარიღს - 19 ივნისს არ გასცდება. ამასთან, მერკელმა იმედი გამოთქვა, რომ ბრიტანეთი კარგი პარტნიორი დარჩება, რადგან ის მაინც ევროპის ნაწილია, მიუხედავად იმისა იქნება თუ არა ევროკავშირის წევრი. მედია საშუალების ინფორმაციით, ეს კანცლერის პირველი საჯარო განცხადებაა, მას შემდეგ რაც კონსერვატიულმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში 13 ადგილი დაკარგა. ანგელა მერკელის მრჩეველის მაიკლ ფუჩის თქმით, არჩევნების შემდეგ დროა, ტერეზა მეიმ რეალობას თვალი გაუსწოროს. „როგორც ჩანს მისი სურვილი და გეგმა ბრიტანელებისთვის არც ისეთი მისაღები აღმოჩნდა, სხვა შემთხვევაში, მეი უფრო მეტ ხმას მიიღებდა“, - განაცხადა მერკელის მრჩეველმა. ევროპელი ლიდერების ნაწილი Brexit-ის მოლაპარაკებების დაწყებას ჩქარობს, მაგალითად, ევროკომისიის ხელმძღვანელი ჟან კლოდ იუნკერი ფიქრობს, რომ საკითხის განხილვა აღარ უნდა გადაიდოს. მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ მოლაპარაკებები მაშინ უნდა დაიწყოს, როდესაც დიდი ბრიტანეთი ამისთვის მზად იქნება. შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში 8 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნებში კონსერვატორებმა ყველაზე მეტი ხმა დააგროვეს, მათ საკანონმდებლო ორგანოში 318 მანდატი მიიღეს, ხოლო მთავარ კონკურენტ ლეიბორისტებს 262 მანდატი ერგოთ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)