16:29 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-07 18:16:22, 830 ნახვა

რეგიონი
ქობულეთში მცხოვრები 11 ეკომიგრანტი ოჯახი საკუთრებაში ბინას მიიღებს

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კომისიის წევრებმა ბათუმში, თამარის დასახლებაში მდებარე სოციალურ სახლში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 11 ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების საკითხი განიხილეს,.

სხდომაზე საკითხი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ წარმოადგინა.

კომისიის წევრებმა თერთმეტივე ოჯახის საკიხი დადებითად გადაწყვიტეს, ისინი ბინებს უახლოეს პერიოდში მიიღებენ.

ცნობისთვის, თამარის დასახლებაში, 58 ბინიანი სოციალური სახლის მშენებლობა მიმდინარე წლის დასაწყისში დასრულდა. სოციალური სახლი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსებით აშენდა. გახარჯულმა თანხამ შეადგინა 3 060 773 ლარი.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics