16:31 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-07 16:42:41, 959 ნახვა

რეგიონი
ლომისობის დღესასწაულზე მაშველებმა 20-მდე ადამიანს გაუწიეს დახმარება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა ლომისობის დღესასწაულზე, დუშეთის რაიონის სოფელ მლეთაში 20-მდე დაზარალებულს გაუწიეს დახმარება.

ლომისობის დღესასწაულის აღსანიშნავად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული მომლოცველები რთული რელიეფის გამო დაშავდნენ.  

„სხვადასხვა ტიპის დაზიანება მიიღეს. ზოგი უბრალოდ შეუძლოდ გახდა, ზოგს ფეხი დაუზიანდა. მომლოცველების ნაწილს ადგილზე უტარდებოდა შესაბამისი დახმარება, ნაწილი კი, ვისაც სჭირდებოდა,  მაშველებმა  სამედიცინო პუნქტში ჩაიყვანეს“,-განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე ცნობით, დღესასწაულთან დაკავშირებით 65 მაშველი, პრევენციის მიზნით, სოფელში დილის ხუთი საათიდან მობილიზებული.

 საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები მოქალაქეების დასახმარებლად  მლეთაში დღესასწაულის დამთავრებამდე დარჩნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics