14:50 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-03 18:13:16, 2610 ნახვა

სამართალი კომენტარი
ადვოკატი: აფგან მუხთარლი 4 პირმა დააკავა, მათგან 3-ს საქართველოს კრიმინალური პოლიციის ფორმა ეცვა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ადვოკატები საქართველოს მთავარ პროკურატურას მათი დაცვის ქვეშ მყოფის საქმეზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებენ, - ამის შესახებ უფლებადამცველებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

როგორც ადვოკატმა პემატ კარიმლიმ აღნიშნა, ჟურნალისტი 4 პირმა დააკავა, რომელთაგან 3 საქართველოს კრიმინალური პოლიციის ფორმაში იყო ჩაცმული, ხოლო ერთს სამოქალაქო სამოსი ეცვა.

ამასთან, ადვოკატის თქმით, აფგან მუხთარლის თავზე ტომარა ჩამოაცვეს და სხვა მანქანაში გადასვეს.

უფლებადამცველმა ჟურნალისტზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ პირები რომლებმაც ის დააკავეს, პერიოდულად, რეკავდნენ და ვიღაცას ტელეფონით ანგარიშს აბარებდნენ.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ქართველი ადვოკატები, ყველა ამ დეტალის გათვალისწინებით, ითხოვენ გამოძიება პროკურატურამ დაიწყოს. ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშილი არ გამორიცხავს, თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics