06:05 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-31 20:24:09, 2265 ნახვა

სამართალი
აფგან მუხთარლის ბაქოს საქალაქო სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან მუხთარლის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ამის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანელმა სამოქალაქო აქტივისმა, ხადიჯა ისმაილოვამ Facebook-ზე განათავსა. 

საქართველოში "გაუჩინარებულ" ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ბაქოს საქალაქო სასამართლომ ბრალი სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევის, საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებით წაუყენა. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ძალის გამყენებით მესაზღვრის მიმართ წინააღმდეგობის გაწევაშიც დასდეს ბრალი. 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში 29 მაისს გაუჩინარდა. მისი მეუღლის, ლეილა მუსტაფაიევის და მისი მეგობრის დაშგინ აღალარლის თქმით, ბოლო პერიოდში, აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ აზერბაიჯანელები, უთვალთვალებდნენ. 

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აფგან მუხთარლი, ბაქოში მალულად გადაიყვანეს. 

ცნობისთვის, აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანელი მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის ინავრიდან ის საქართველოში ცხოვრობს, მის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, აფგანი თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics