23:10 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-12 19:39:17, 875 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, უკრაინაში თადარიგის ოფიცრის დავით სიხარულიძის დაღუპვის გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, დონეცკის რეგიონის სოფელ ნოვოლუგანსკოესთან საბრძოლო დავალებისას დაღუპული თადარიგის ოფიცრის გარდაცვალების გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულის ოჯახს უსამძიმრებს“,-ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, 1973 წელს დაბადებული დავით სიხარულიძე, 2010-2014 წლებში კრწანისის სასწავლო ცენტრში, განათლების სარდლობაში მსახურობდა.

2014 წელს მან შეიარაღებული ძალები საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა და უკრაინაში გაემგზავრა.

ცნობისთვის, უკრაინაში, დონეცკის ოლქში ქართველი მებრძოლი შეტაკების დროს დაიღუპა. 

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics