|
2017-05-11 17:29:32, 2507 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მოქალაქე „ევროპული საქართველოს“ წევრებს: 2008 წელს ვირთხებივით გაიპარეთ და მიატოვეთ ჩემი ქალაქი უპატრონოდ
გორში, კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე მოქალაქემ, კერძო სკოლა „ეისის“ პედაგოგმა ზურაბ ქარელმა შეხვედრების ფორმატი დაიწუნა. მისი თქმით, ვისაც ჰქონდა საშუალება, მიეღო მონაწილეობა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში და იქ გამოეთქვა თავისი შეხედულებები, დადებითი, თუ უარყოფითი, მათთვის სიტყვა აღარ უნდა მიეცათ და მხოლოდ ადგილობრივებისთვის მოესმინათ. „არ ვარ საჯარო სამსახურში, არც ვაპირებ და სახელწმიფოსგან არანაირ ანაზღაურებას არ ვიღებ, არც ველოდები. წარმოვადგენ საკუთარ თავს და საკუთარ ოჯახს და არც ერთ პარტიას. მაპატიეთ, მაგრამ ერთი შენიშვნით მინდა დავიწყო - არ მესმის დღევანდელი შეხვედრის ფორმატი. ვისაც ჰქონდა საშუალება, მიეღო მონაწილეობა საპარლამენტო კომისიის მუშაობაში და იქ გამოეთქვა თავისი შეხედულებები, დადებითი, თუ უარყოფითი, დაგვაცადეთ ჩვენ. აქ იმიტომ ჩამობრძანდით, რომ მე მომისმინოთ და ჩვენ მოგვისმინოთ“,-აღნიშნა ზურაბ ქარელმა. რაც შეეხება უშუალოდ კონსტიტუციურ ცვლილებებს, მან ე.წ. ბონუს სისტემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შემოთავაზებული ცვლილება მოსწონს: „ბონუსების წესი შესანიშნავია. არ უნდა შეექმნას პრობლემა გამარჯვებულ პარტიას, დააკომპლექტოს მთავრობა, არ უნდა დაგვჭირდეს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ამის გამო, არ გვაქვს ამის ფუფუნების უფლება. ის არგუმენტები, რომ დამისახელეთ, რომელ ქვეყანაშია ასეთი რამ, ძალიან კარგი, თუ არც ერთ ქვეყანაში არ არის. ჩვენ შევქმნათ პრეცედენტი და ჩვენ მოგვბაძონ სხვებმა. რაღა სულ ჩვენ უნდა ვბაძავდეთ სხვას“,-განაცხადა ზურაბ ქარელმა. მისივე შეფასებით, პრეზიდენტი სწორედ არაპირდაპირი გზით უნდა აირჩეოდეს: „მეორე საკითხი ესაა პრეზიდენტის არჩევნების წესი. ვინმემ 90%-მა თუ მაინც ვიცით სახელი და გვარი, ვინ არიან გერმანიისა და იტალიის პრეზიდენტები. აუცილებელია, შემოვიღოთ არაპირდაპირი არჩევნები. კონკრეტულ პიროვნებას არ ვგულისხმობ, არ უნდა შეექმნას ქვეყნის მომავალ პრეზიდენტს იმის ილუზია, რომ ის არის ხელისუფლებაში მთავარი ფიგურა. სწორედ ამიტომაა საჭირო. რატომღაც არ გამიგია, რომ იტალია და თუნდაც გერმანია ამას დაენგრიოს და არ დამინახავს, რომ სარქისიანი ხმლით გამოვარდნილიყო და ამგვარად შეწინააღმდეგებოდა ასეთი არჩევის წესი რომ მიიღეს ჩვენს მეზობელ ქვეყანაში“,-აღნიშნა ზურაბ ქარელმა. გარდა ამისა, საკუთარ გამოსვლაში, მან „ევროპული საქართველოს“ წევრებს წარსული შეახსენა, რომელიც როგორც აღნიშნა, უშუალოდ მის ოჯახს უკავშირდება. კერძოდ, მოქალაქის თქმით, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, „ნაციონალური მოძრაობის“’ წევრებმა მისი 19 წლის გოგონა „მთელი ღამით მძევლად აიყვანეს, რათა საუბნო კომისიებში არსებულ ვითარებაზე თვალი დაეხუჭა“. „მე არ ვაპირებდი ამ საკითხზე ხმის ამოღებას, მაგრამ იძულებული გავხდი, პასუხი გავცე „ნაციონალური მოძრაობის“ ამ წარმომადგენლებს. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი რომელი სახით ხართ დღეს, თქვენ ხართ იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ჩემი 19 წლის გოგონა მთელი ღამით მძევლად აიყვანეთ იმის გამო, რომ მე საოლქო კომისიაში გიორგი მოსიძის წარმომადგენელი ვიყავი და თვალი დამეხუჭა იმ სიბინძურეებზე, რაც ხდებოდა საუბნო კომისიებში. თქვენ ხართ იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც 2008 წელს ომის დროს, ვირთხებივით გაიპარეთ და მიატოვეთ ჩემი ქალაქი უპატრონოდ, მე ვიცი, ეს ძალიან ცუდი შედარებაა და ამიტომ, ბოდიშს ვიხდი ვირთხების წინაშე, რომ გადარებთ“,-განაცხადა ზურაბ ქარელმა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)