|
2017-05-11 11:43:14, 2223 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ნიკოლას ბერლინერი: მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში არსებობდეს რწმენა სასამართლო სისტემის მიმართ
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილის ნიკოლას ბერლინერის განცხადებით, აშშ საქართველოში სასამართლო სისტემის რეფორმას მხარს უჭერს. როგორც ელჩის მოადგილემ აღნიშნა, თავისუფალი მართლმსაჯულება ქვეყნის ეკონომიკური და სხვა მხრივ განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „ამერიკის საელჩო ჩართულია ამ პროცესში უკვე დიდი ხანია და მხარს უჭერს სასამართლო სისტემის რეფორმირებას. რა თქმა უნდა თავისუფალი მართლმსაჯულება არის უმნიშვნელოვანესი ქვეყნის ეკონომიკური და სხვა მხრივ განვითარებისთვის. არსებობს გარკვეული პრობლემები, სისუსტეები და ზუსტად ამაზე ვსაუბრობდით დღეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში არსებობდეს რწმენა სასამართლო სისტემის მიმართ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ხდება კანონზე დაფუძნებით. რა თქმა უნდა ერთიანად ამ პრობლემის გადაჭრა რთულია, ამას დიდი მუშაობა სჭირდება“, - განაცხადა ნიკოლას ბერლინერიმ.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)