|
2017-05-08 15:53:14, 1886 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: ერთმნიშვნელოვნად შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დაბალანსებული მოდელის მომხრე ვარ
„არცერთი მოდელის მიმართ არასოდეს არ დამიფიქსირებია მიდრეკილება, რომ მომხრე ვარ ან საპრეზიდენტო ან ნახევრად საპრეზიდენტო, ან საპარლამენტო მოდელის“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა. პრეზიდენტმა დაბალანსებული მოდელის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ დაბალანსებული მოდელის დროს, ხელისუფლების სხვადასხვა შტოები აბალანსებენ და აკონტროლებენ ერთმანეთს. „არცერთი მოდელის მიმართ არასდროს არ დამიფიქსირებია მიდრეკილება, რომ მომხრე ვარ ან საპრეზიდენტოსი ან ნახევრად საპრეზიდენტოსი, ან საპარლამენტო მოდელის. ერთმნიშვნელოვნად შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მე ვარ დაბალანსებული მოდელის მომხრე. დაბალანსებული მოდელი მდგომარეობს შემდეგში, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოები აბალანსებენ და აკონტროლებენ ერთმანეთს. ერთი- ეს არის ძირითადი პრინციპი და მეორე ძირითადი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები მაქსიმალური ეფექტურობით მუშაობენ. აქედან გამომდინარე მე ვარ როგორც საპრეზიდენტო ისე საპარლამენტო და სხვა მოდელების მომხრე. იმისი, რომ ნათლად გვაჩვენებს, რომ ხელისუფლების მითვისება, ხელისუფლების ზედმეტი კონცენტრაცია არცერთ მოდელში არ იქნება შესაძლებელი და აღმასრულებელი, საკანონმდებლო და განსაკუთრებით სასამართლო ხელისუფლებები დააბალანსებენ და მოგცემენ ფართო სპექტს და ფართო არჩევას პოლიტიკური არჩევანისა. დღეს რაც არ უნდა, პატივცემული კომისიის წევრებმა, პატივცემული დარბაზის წევრებმა მომიყვანონ მაგალითები სხვადასხვა ქვეყნების, შედარებითი სამართლის პრინციპის ფუნდამენტი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ცალკე აბსტრაქტულად კი არ ვიმსჯელოთ ამა თუ იმ მოდელზე, არამედ ვნახოთ რამდენად ეს მოდელი დაბალანსებულია თავის თავში და რამდენად მიესადაგება ამა თუ იმ ქვეყნის სპეციფიკას. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ ვიღებთ კიდევ ერთხელ ვიმეორებ 5%-იან ბარიერს, ბლოკების შექმნის არ არსებობას, ამ ფონზე ბონუსის სისტემას და ეს ყველაფერი მართლდება თეორიული საჭიროებებით, რომ ხელისუფლებაში არ შეიქმნას ბლოკები ეს მარტივად და ძალიან მარტივად ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ხდება სხვისი ხმის მიწერა, მითვისება. ვერ დამიმტკიცებს ვერცერთი სხვა ქვეყნის მაგალითი, რომ სხვისი ხმის აღება არის სამართლიანი. ვერ დავიჯერებ ამას, იმიტომ რომ სხვას, რაც უზენაესია, რაც განსაზღვრა მოქალაქემ როგორც სხვა პარტიის ხმა, იმ ხმის აღება არ არის სწორი“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)