13:36 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-05 15:59:34, 2476 ნახვა

საზოგადოება მსოფლიო
სალონიკში საქართველოს მოქალაქის ცხედარი იპოვეს - დაკავებულია ექიმი

საბერძნეთის ქალაქ სალონიკში საქართველოს მოქალაქის ცხედარი იპოვეს, - ამის შესახებ ბერძნული მედია იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, 36 წლის ქალბატონი ადგილობრივმა სამართალდამცველებმა მდინარეში იპოვეს.

როგორც ბერძნული მედია წერს, საქართველოს მოქალაქე საბერძნეთში ოჯახთან, მეუღლესთან და 3 შვილთან ერთად ცხოვრობდა. ის სალონიკის ადგილობრივ საავადმყოფო "ჰიპოკრატეში" ოპერაციას იტარებდა. 27 მაისს ქალბატონი გაუჩინარდა და მეუღლემ აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცველებს მიმართა.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში მისი ქირურგია ეჭვმიტანილი. ის დღეს დილით დააკავეს.  

მედიის ცნობით, ქალბატონის ცხედარი ღამის საათებში საავადმყოფოდან გაიტანეს და შემდეგ მდინარეში ჩააგდეს. სამართალდამცველებმა შესაბამისი ვიდეო ჩანაწერი საავადმყოფოს კამერებიდან ამოიღეს. 

როგორც "ექსპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საბერძნეთში საქართველოს გენერალური საკონსულო ინფორმირებულია.

"ოჯახს საკონსულოსთვის არ მიუმართავს. თუმცა, მომხდართან დაკავშირებით საბერძნეთში საქართველოს გენერალური საკონსულო ინფორმირებულია და ინფორმაციის მიღების მიზნით სამართალდამცავ ორგანოებს უკვე მიმართა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით 1 პირია დაკავებული", - აცხადებენ საგარეო უწყებაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics