|
2017-05-03 13:05:56, 1059 ნახვა
სხვადასხვა
ვისბადენში კინოფესტივალზე ქართულმა ფილმებმა საერთაშორისო ჯილდოები მოიპოვეს
გერმანიის ქალაქ ვაისბადენში გამართულ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე goEast - ქართულმა ფილმებმა საერთაშორისო ჯილდოები მოიპოვეს. ფესტივალზე ჯილდო საუკეთესო რეჟისურისთვის (Award of the City of Wiesbaden for Best Director) და ფიპრესის ჯილდო საუკეთესო ფილმისთვის (International Film Critics' Award for Best Fiction Feature) - ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმმა - "ჩემი ბედნიერი ოჯახი " დაიმსახურა. საფესტივალო ჩვენებები აღნიშნული ფილმებით გაიხსნა. კულტურული მრავალფეროვნების ფედერალური უწყების ჯილდო (Award of the Federal Foreign Office for Cultural Diversity) კი რატი ონელის "მზის ქალაქმა" დაიმსახურა. ფილმმა საუკეთესო რეჟისურისთვის კიდევ ერთი ჯოლდო სოფიას კინოფესტივალზეც მიიღო. goEast-ს ფარგლებში კიდევ რამდენიმე ქართველი რეჟისორის ნამუშევარი აჩვენეს. ნუცა ღოღობერიძის ფილმი "ბუბა", ლანა ღოღობერიძის ფილმი "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე", ოთარ იოსელიანის "ზამთრის სიმღერა" და ნუცა ალქესი-მესხიშვილის ფილმი "ბედნიერება". ცნობისთვის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი goEast გერმანიაში 26 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით ჩატარდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)