|
2017-05-01 10:31:53, 963 ნახვა
სამხედრო
საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე ვაზიანში ფიცის დადების ცერემონიალით აღინიშნა
IV მექანიზებულ ბრიგადაში საქართველოს შეირაღებული ძალების დღე ფიცის დადების ცერემონიალით აღინიშნა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართულ ჯარს 263 წვევამდელი შეემატა. ახალწვეულები სხვადასხვა ქვედანაყოფში ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით გადანაწილდებიან და ცხრა თვის განმავლობაში იმსახურებენ. მათ ახალწვეულთა საბრძოლო მომზადების სამთვიანი კურსი ახლახან დაასრულეს, სადაც ისინი საცეცხლე მომზადებას, სადისციპლინო წესდებას, ტაქტიკას და პირველად სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებულ უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. საზეიმო ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრმა „გენერალ გიორგი კვინიტაძის“ უწყებრივი მედლებით კაპიტნები -გიორგი დვალი, ლევან წიქარიძე, ლაშა ოდილავაძე, მაიორები - ზაზა ძამუკაშვილი და მიხეილ კაზარიანი, ასევე ვიცე-პოლკოვნიკი რუსუდან რომელაშვილი დააჯილდოვა. ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უწყებრივი მედალი - „სამშობლოსათვის თავდადებული“ კაპიტან მალხაზ გოგავას, მაიორებს - ნიკოლოზ ხაჩიძესა და ჯემალ ბერიძე, ასევე ვიცე-პოლკოვნიკ ზურაბ ჩილინგარაშვილს გადასცა. საზეიმო ღონისძიების დასკვნით ნაწილში მოწვეული სტუმრებისა და სამხედროებისთვის სიმღერის პრემიერა გაიმართა. შეიარაღებული ძალებისადმი მიძღვნილი სიმღერის ტექსტის ავტორი პოეტი მანანა გურგენიძეა, მუსიკა „ბრავო რექორდსის“ სტუდიაში ჩაიწერა. მუსიკალური ნომერი ანსამბლ „შვიდკაცასა“ და „ქართული ხმების“ წევრებმა შეასრულეს. მოგვიანებით, სტუმრებმა სამწყობრო მოედანზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს. შეიარაღებული ძალების იუბილეს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ვეტერანები, საბრძოლო მოქმედებებში დაჭრილი და დაშავებული სამხედროები, ასევე, გმირების ოჯახის წევრები დაესწრნენ.
(NS)
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)