17:54 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-25 15:46:55, 2103 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის წარუდგინა

პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობისთვის დაკავებულებს მ.ღ-ს და ი.ჩ-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც მასობრივ არეულობას გულისხმობს. 

როგორც "ექსპრესნიუსს" პროკურატურიდან აცნობეს, პროკურატურამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს შეამდგომლობით უკვე მიმართა. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 12 მარტს, პოლიციის თანამშრომლების წინააღმდეგ, ქალაქ ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ „ბათუმიპლაზას" მიმდებარე  ტერიტორიაზე  მ.ღ.-ს  და ი.ჩ.-ს მიერ, სხვადასხვა დროს, განხორციელდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, რა დროსაც ხელკეტების, ქვების და ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის" გამოყენებით ათეულობით პირი თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს და ცდილობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა.რ. პოლიციის დეპარტამენტის შენობაში შეჭრას. თავდასხმის შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო 35-მა პოლიციელმა. თავდამსხმელებმა ცეცხლის წაკიდებით დააზიანეს და გაანადგურეს სახელმწიფოსა და მოქალაქეების კუთვნილი 83 680 ლარის ღირებულების ავტომანქანები და 132 770 ლარის ღირებულების ქ.ბათუმის მერიის კუთვნილი ქონება.

პროკურატურამ უკვე მიმართა შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაკავებული პირებისთვის  აღკვეთის ღონისძიების სახითპატიმრობის შეფარდების შესახებ.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთასექვსიდან ცხრა წლამდე ვადით ითვალისწინებს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics