|
2017-04-25 14:00:17, 1862 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: საქართველო სპორტის მსოფლიო რუკაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს
საქართველო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სპორტის მსოფლიო რუკაზე და საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონული ცენტრი ხდება, რასაც ჩვენ მივესალმებით და ამას მომავალშიც ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილი ქართველი სპორტსმენების წარმატებებს გამოეხმაურა. „მინდა, აღვნიშნო ის მედალთცვენა, რომელიც გვქონდა გასულ კვირას, ქართველი სპორტსმენების წარმატების სახით. ნამდვილად ღირსშესანიშნავია, რომ გასულ კვირას, მხოლოდ ერთ კვირის განმავლობაში, ჩვენ გვქონდა ჯამში 7 ოქროს, 4 ვერცხლის და 12 ბრინჯაოს მედალი; საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 3 ინდივიდუალური მედალი მოიპოვა, ხოლო გუნდურ შეჯიბრში ურთულეს ბრძოლაში - ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ეს იყო დიდოსტატ ნანა ძაგნიძის ოქროს მედალი ევროპის ჩემპიონატზე; ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველად, ქართული სპორტის ისტორიაში, ახალგაზრდა ქართველმა მოფარიკავე ლუკა ღაღანიძემ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე რაპირით ფარიკაობაში ახალგაზრდებს შორის. 22-23 აპრილს საქართველოში პირველად ჩატარდა სუმოს ევროპის ჩემპიონატი და ქართველმა სუმოისტებმა ჯამში 16 მედალი მოიპოვეს, საიდანაც 3 ოქროს მედალია. საქართველოს ნაკრების წევრმა, კიკბოქსინგში ცოტნე სულთანიშვილმა კი, ურთულეს ბრძოლაში, საფრანგეთში მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული და ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ფრანგი კიკბოქსიორი დაამარცხა. მოგეხსენებათ, ფრანგული სკოლა რამდენად ძლიერია ამ მიმართულებაში და ეს ნამდვილად არის ძალიან ღირსშესანიშნავი წარმატება", - განაცხადა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია. პრემიერი მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია როგორც პროფესიონალური სპორტის მიმართულებების, ასევე - მასობრივი სპორტის განვითარება საქართველოში, ბავშვების მაქსიმალური ჩართვა სპორტის სახეობებში და მთავრობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს. მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „Check in Georgia Sport"-ის კომპონენტის ფარგლებში საქართველო წელს 13 საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი და 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)