|
2017-04-19 15:38:10, 2030 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
გიორგი ტუღუში: საკითხები, რომლებსაც ჩვენ დავაყენებთ, სხდომის დახურვას არ საჭიროებს
„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი ტუღუშის განცხადებით, საკითხები, რომლებსაც ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წინაშე დააყენებენ, სხდომის დახურვას არ საჭიროებს. კერძოდ, ტუღუშის თქმით, საუბარია არა სახელმწიფო უსაფრთხოების შემცველ ელემენტებზე, არამედ საკითხებზე, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს: ,,ბოლო პერიოდში გამოქვეყნდა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოებული ერთ-ერთი კვლევა, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ პარლამენტი ჯეროვნად ვერ ახორციელებს ე.წ. საზედამხედველო ფუნქციას. ალბათ ყველა დამეთანხმებით სუს-ი არის ერთ-ერთი ორგანო, რომელიც ყველაზე მეტ ყურადღებას მოითხოვს პარლამენტის მხრიდან. მის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ვადით ამტკიცებს პარლამენტი და მის ხელშია ბევრი ისეთი ბერკეტი, სადაც ძალიან დიდია ცდუნება მოხდეს კანონდარღვევა და ადამიანის უფლებების შელახვა. გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ კანონმდებელმა ანუ პარლამენტმა და უმრავლესობამ სუს-ს დაუტოვა ე.წ. მოსმენების ფუნქცია. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ახალი კანონი, რომელიც მიიღო უმრავლესობამ რომ რაიმე ფუნქციას ართმევს, ჩვენ მივიღეთ გაზრდილი ფუნქციები და სრული ბერკეტები მოუსმინოს ჩვენს მოქალაქეებს. ასევე, გამოიყენოს ეს ყველაფერი პოლიტიკური აქტივობებისთვის. ჩვენ გვქონდა შეკითხვა წინა მოსმენის დროს რა ბედი ეწია იმ გამოძიებებს, რომელიც დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წინასაარჩევნო პერიოდში. ამ შემთხვევაში, მოდით ვკონცენტრირდეთ 2016 წლის არჩევნებზე, როდესაც კვირა არ გავიდოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ დაეანონსებინა ბრიფინგი, არ გამოეყვანა სხვადასხვა პირები, რომლებიც საუბრობდნენ სახელმწიფო გადატრიალების საფრთხეებზე. ჩვენთვის დღესაც საინტერესოა დავსვათ შეკითხვა რა ბედი ეწია ამ გამოძიებებს და რეალურად, რატომ არის ყოველი არჩევნების წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად ჩართული არჩევნებში და ზოგადად პოლიტიკურ პროცესებში. ჩვენ რა თქმა უნდა გვექნება შეკითხვები მოსმენების ახალ კანონთან დაკავშირებით, რომელიც უზრდის სუს-ს ამ კომპეტენციებს და გვაინტერესებს ბატონი გომელაურისგან თუ როგორ აპირებს უზრუნველყოს ამ ახალი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დამოუკიდებლობა საკუთარი თავისგან და საკუთარი სტრუქტურისგან,’’- განაცხადა გიორგი ტუღუშმა. ცნობისთვის, პარლამენტმა სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურის 2016 წლის ანგარიში მოისმინა, ახლა კი ფრაქციებს მიეცემათ საშუალება, ისარგებლონ გამოსვლებით და სუს-ის ხელმძღვანელს კითხვები დაუსვან. საპარლამენტო უმცირესობა და „ნაციონალური მოძრაობა“ ფრაქციებისთვის განკუთვნილი დროის ღია სხდომაზე გამოყენებას ითხოვს, მმართველ გუნდში კი სხდომის დახურვის აუცილებლობაზე საუბრობენ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)