|
2017-04-19 11:57:47, 2125 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
თალაკვაძე: პარლამენტში ვახტანგ გომელაურის მოსვლით პასუხები ბევრ კითხვას გაეცემა, მათ შორის ოპოზიციის მუდმივ წუხილს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის წარდგენა ღია იქნება, კითხვა-პასუხის რეჟიმი კი, დახურულ ფორმატში წარიმართება. თალაკვაძის თქმით, ანგარიშში მოცემულია ისეთი საინტერესო ნაწილები, როგორიცაა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეები, საქართველოს ძალისხმევა ტერორიზმის რისკებთან მიმართებაში და კორუფციასთან ბრძოლა. „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სუს-ის თანამშრომლობა საერთაშორისო კონტექსტში. კერძოდ, ამერიკასთან და ევროკავშირთან. პარლამენტში ვახტანგ გომელაურის მოსვლით პასუხები ბევრ კითხვას გაეცემა. მათ შორის ოპოზიციის მუდმივ წუხილს იმის თაობაზე, პარლამენტში მოვა თუ არა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და ჩააბარებს თუ არა პარლამენტს ანგარიშს. ეს ძალიან საქმიანი ანგარიშია, რომლის განხილვა საქმიან გარემოში მოხდება. რაც შეეხება კითხვა-პასუხის რეჟიმს, ეს ანგარიშის საჯარობაას კითხვის ნიშანს არ უსვამს. როგორც კი კომიტეტების სხდომაზე, ჟურნალისტებმა დარბაზი დატოვეს, ოპოზიციონერებმა რიტორიკა შეცვალეს და მსჯელობა საქმიან ფორმატში გააგრძელეს. როგორც ჩანს, ქცევა კამერებთან და მის გარეშე, გარკველწილად განსხვავდება. ანგარიშის წარდგენა ღია იქნება, კითხვა-პასუხის რეჟიმი დახურულ ფორმატში იქნება“, - აღნიშნავს თალაკვაძე. ცნობისთვის, რამდენიმე წუთში პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, დეპუტატები ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)