|
2017-04-18 16:03:40, 2155 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ეკა ბესელია: ამ კონსტიტუციას ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია ექნება
საკონსტიტუციო კომისიის წევრის, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელის, ეკა ბესელიას განცხადებით, მთავარია არა ის, თუ ვინ დატოვებს კომისიის რიგებს, არამედ სამუშაო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს. როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ვისაც აინტერესებს, კონსტიტუცია იყოს ძალიან საამაყო და ღირებული დოკუმენტი, ის ამ პროცესში ბოლომდე იქნება ჩართული: „ისე ჩანს, თითქოს მთავარი ამბავია, ვინ დარჩება საკონსტიტუციო კომისიაში და ვინ წავა, ეს არ არის მთავარი ამბავი, მთავარი ამბავია, რაც ხდება სამუშაო პროცესში, სადაც თითოეული მუხლი ყალიბდება უფრო უკეთესი ფორმულირებით, ხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები და ალბათ ჩვენი მთელი ყურადღება მიპყრობილი უნდა იყოს იქითკენ, საბოლოოდ როგორი კონსტიტუცია გვექნება. ვისაც სურს, რომ წავიდეს და ეს წინასწარაც იყო გაცხადებული, ვერავინ ვერავის დაიჭერს, მაგრამ ვისაც აინტერესებს, კონსტიტუცია იყოს ძალიან საამაყო და ღირებული დოკუმენტი, ის დარწმუნებული ვარ ბოლომდე იქნება ამ პროცესში ჩართული",-აღნიშნა ბესელიამ და დასძინა, რომ კონსტიტუციას ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია ექნება: "კონსტიტუციას ლეგიტიმაციას აძლევს ხალხი და ლეგიტიმაცია ამ კონსტიტუციას ექნება ძალიან მაღალი, რადგან საერთო სახალხო განხილვის შედეგად იქნება საბოლოო რედაქცია მხარდაჭერილი", - განმარტა ეკა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)