|
2017-04-18 15:55:41, 2406 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
შავგულიძე: პასუხისმგებლობის აღება დამაზიანებელ საკონსტიტუციო პროექტზე მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ მოუწევს
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის შალვა შავგულიძის განცხადებით, არსებობს წითელი ხაზები, რომლის დარღვევის შემთხვევაში, არ აიღებენ პასუხისმგებლობას დამაზიანებელ საკონსტიტუციო პროექტზე და ეს პოზიცია ყველა ოპოზიციურ პარტიასთან თანხვედრაშია. „ეს არის საარჩევნო სისტემის საკითხი, პრეზიდენტის არჩევის წესი, მისი უფლებამოსილების საკითხი, ასევე სხვა საკითხებიც, მაგრამ მე ვთქვი, წითელი ხაზები, რომელიც ყველასთვის საერთოა, და ასეთ შემთხვევაში დაველოდებით საბოლოო დრაფტს", - აღნიშნა შავგულიძემ. მისივე განმარტებით, თუ მაინც არ იქნება გათვალისწინებული განსხვავებული პოზიციები და "ხელისუფლებამ ჯიუტად შეინარჩუნა ეს სისტემა და პრეზიდენტის არჩევის ასეთი წესი", სავარაუდოდ, ყველა ოპოზიციური პარტია , კომისიას დატოვებს. "კომისია შეიქმნა იმისთვის, რომ სწორედ განსხვავებული პოლიტიკური ძალების კონსესუსის შედეგად მომხდარიყო შეჯერება პროექტზე, მაგრამ ვიღებთ შედეგს, რომ "ქართულ ოცნებას" იმთავითვე რაც ჰქონდა გადაწყვეტილი, მხოლოდ იმ ცვლილებების გატარებას აპირებს. პასუხისმგებლობის აღება ამ დამაზიანებელ ცვლილებებზე, რომელსაც გაატარებს "ქართული ოცნება" კონსტიტუციაში, მოუწევს მხოლოდ "ქართულ ოცნებას", - განაცხადა შალვა შავგულიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)