|
2017-04-13 21:24:25, 2574 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მდინარაძე ენმ-ს გადაწყვეტილებაზე: სასაცილოა კომისიის დატოვება, რადგან მან პრაქტიკულად დაასრულა მუშაობა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით, სასაცილოა. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტია პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს. „ახლა, ამ ეტაპზე ნამდვილად სასაცილოა საკონსტიტუციო კომისიის დატოვება, რადგან კომისიამ პრაქტიკულად დაასრულა მუშაობა. ლეგიტიმაციაზე და მსგავს საკითხებზე საუბარი არის მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა. გარდა ამისა, როგორც ჩანს, მათ კომპეტენციის პრობლემებიც აქვთ, რადგან თუ კითხავთ, რა საკითხები დააყენეს და არ გაითვალისწინა კომისიამ, მათ ამაზე პასუხი ვერ ექნებათ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, „ერთიანმა ნაციონალური მოძრაობამ“ საკონსტიტუციო კომისია დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)