|
2017-04-13 15:26:40, 2400 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ირაკლი კობახიძე: ბატონი გივი იყო უაღრესად სუფთა ადამიანი, მისმა გარდაცვალებამ ყველას დაგწყვიტა გული
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლის კობახიძის განცხადებით, სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი უაღრესად სუფთა ადამიანი იყო და მან მთელ საზოგადოებას გული დაწყვიტა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გივი ბერიკაშვილის ღვაწლი ქართული კინოსა და თეატრის წინაშე ფასდაუდებელია. „ყველას დაგვწყვიტა გული ბატონი გივის გარდაცვალებამ. ეს იყო უაღრესად სუფთა და ყველასთან საყვარელი ადამიანი. ფასდაუდებელია ბატონი გივის ღვაწლი ქართული კინოს, თეატრისა და ზოგადად ქართული კულტურის წინაშე“,-განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი დასრულდა. გარდაცვლილის ოჯახს კოლეგებმა, მეგობრებმა, პოლიტიკოსებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მიუსამძიმრეს. სამოქალაქო პანაშვიდს ყოფილი პრემიერ-მინისტრები ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე მოქმედი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. გივი ბერიკაშვილს 15:00 საათზე, საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ. შეგახსენებთ, მსახიობი გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)