02:22 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-13 10:34:50, 2137 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერი: "დარიალ ჰესმა" ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ახალი პროექტების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით,  "დარიალ ჰესმა" ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ახალი პროექტების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მთავრობის მეთაურმა ჰესის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

"რამდენიმე დღის წინ ძალიან მნიშვნელოვანი ჰიდროელექტრო სადგური გაიხსნა. ეს გახლავთ 110 მეგავატიანი აბსოლუტურად უნიკალური ჰიდროელექტრო სადგური, რომელმაც უკვე მოიპოვა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ახალი პროექტების ჩემპიონის ტიტული. ეს არის საუკეთესო ტიტული ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით",- განმარტა  პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა განათლებისა და ეკონომიკის სამინისტროებს მოუწოდა,  ჰესი ტურისტული მიმართულებების სიაში შეიტანონ.

"123 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორცეილდა ევრობანკის მონაწილეობით, საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით. აბსოლუტურად უნიკალური ნაგებობა აშენდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის დასრულებული ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტრო სადგური. მინდა, განათლების სამინისტროს და ეკონომიკის სამინისტროსაც მოვუწოდო, რომ ეს სადგური აუცილებლად შეიტანონ ტურისტული მიმართულებების სიაში. ეს არის უნიკალური ნაგებობა და ასეთ მაღალტექნოლოგიურ საინჟინრო ნაგებობებს აჩვენებენ ევროპის ქვეყნებში, როგორც ტურისტებს, ასევე მოსწავლეებს. მინდა, ყველამ ნახოს, რამდენად რთული სამუშაო შესრულდა. ეს საამაყო საქმეა. რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა ნახოს ეს ძალიან დიდი მიღწევა",- განაცხადა  გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics