|
2017-04-12 15:26:52, 2220 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: ვაკონტროლებ სტრასბურგის სასამართლოს, ნიუ იორკის ბირჟას და გადაცემას „ვის უნდა 20 ათასი“
"ვაღიარებ, რომ ვაკონტროლებ სტრასბურგის სასამართლოს, ნიუ იორკის ბირჟას და ვაკონტროლებ გადაცემას „ვის უნდა 20 ათასი“, - ასე უპასუხა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ილიაუნიში სტუდენტის კითხვას, რომელიც სტრასბურგის სასამართლოსთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას ეხებოდა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, არ იცის, საიდან მოდის მსგავსი ტიპის ინფორმაცია. "არ ვიცი, საიდან მოდის ეს დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომელი ქვეყნების სპეცსამსახურები აწვდიან ამ ინფორმაციას სხვადასხვა თანამდებობის პირებს. სერიოზულად თუ გავცემ პასუხს, ვიტყვი, მნიშვნელოვანია, რომ როგორც აქ ვახერხებთ ერთმანეთთან საუბარს, ასეთი საუბრები შედგეს პოლიტიკოსებს შორის. მნიშვნელოვანია, იყოს კრიტიკა, მსჯელობა. ესაა დემოკრატია, როცა ერთმანეთს არა ბრალს ვდებთ, არამედ ვეკამათებით. ესაა, რაც ქმნის საზოგადოებას. საზოგადოება არ არის კაბინეტში ჩაკეტილი ადამიანები. საზოგადოებაა, როცა ადამიანები ერთმანეთს აზრებს უზიარებენ. გული მწყდება, რომ აქ სხვა პოლიტიკოსები არ არიან", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)