16:38 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-12 12:30:57, 2522 ნახვა

სამართალი
საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანაზე კვოტები დაწესდა

შრომის,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა  სამინისტროს შორის  ურთიერთშეთანხმების დოკუმენტს მოეწერა ხელი.

საქართველოში ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე შიდა კვოტები დაწესდა. კვოტები განისაზღვრა 6 ნივთიერებაზე, კერძოდ: გაბაპენტინზე, ბაკლოფენზე, ზოპიკლონზე, ზალეპლონზე, ტროპიკამიდსა და დექსტრომეტორფანზე.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კვოტების დადგენის მთავარი მიზანია ფსიქოტროპულ ფარმაცევტულ პროდუქციაზე ქვეყნის შიგნით შემოტანის რაოდენობის განსაზღვრა.

„ეს გადაწყვეტილება ხელს  შეუწყობს მსგავსი სახის მედიკამენტების არასაჭიროებისამებრ მოხმარების შეზღუდვას.

ბოლო პერიოდში არაერთი ცვლილება განხორციელდა ე. წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ წინააღმდეგ,  ამ მიმართულებით გატარებულმა  რეფორმებმა მნიშვნელოვნად შეამცირა ინტრავენური სააფთიაქო ნარკომანია, თუმცა ტაბლეტირებული ფორმა  კვლავ  აქტუალურ პრობლემად რჩება. შიდა კვოტების განსაზღვრა ე. წ. სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში   ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე შიდა კვოტების განსაზღვრის გადაწყვეტილება, სპეციალურ საბჭოზე მიიღეს, რომლის  თავმჯდომარეა  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და თანათავმჯდომარე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი.  საბჭოს შემადგენლობაში პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი აკაკი ზოიძე  და ორი უწყების შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები არიან.

ერთობლივ სათათბირო ორგანოს აქვს ნებისმიერ დროს შეკრების  უფლებამოსილება და  დეფიციტის შემთხვევაში, ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე კვოტების გაზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics