|
2015-04-08 10:19:19, 675 ნახვა
საზოგადოება
დადიანის გამზირზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 7 თვეზე მეტია მიმდინარეობს
დადიანის გამზირზე ე.წ. გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 7 თვეზე მეტია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს დედაქალაქის მერია აწარმოებს. აღნიშნულ მონაკვეთზე გზის სავალი ნაწილი 7 თვეზე მეტია გადათხრილია და მანქანების მოძრაობა თითქმის შეფერხებულია. ამასთან, დადიანის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულეებს, სკოლის მოსწავლეებს, მუნიციპალური ტრანსპორტის და კერძო ავტომანქანების მძღოლებს გზის მონაკვეთის გაჭიანურებული სამუშაობიდან გამომდინარე, პრობლემები და შეზღუდვები ექმნებათ. თუ როდის დასრულდება დადიანის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, აღნიშნული კითხვით „ექსპრესნიუსი“ დეტალების გარკვევას დედაქალაქის მერიის პრესსამსახურთან ცდილობს, თუმცა ისინი „ექსპრესნიუსის“ ზარს ამ დრომდე არ პასუხობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)