|
2015-01-13 15:44:07, 3246 ნახვა
პოლიტიკა
კოჟორიძე: პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნა ხელს არ შემიშლის, საყდრისთან დაკავშირებით სასამართლოში ბრძოლა გავაგრძელო
„პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნა არ შემიშლის ხელს საყდრისთან დაკავშირებით სასამართლოში ბრძოლა გავაგრძელო“, - ამის შესახებ პრეზიდენტის ახლად დანიშნულმა მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების სფეროში კახა კოჟორიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „მე და პრეზიდენტს საყდრისის თემაზე არ გვისაუბრია, მე მაქვს ჩემი პირადი პოზიცია, ამ საკითხზე. პირადად მაქვს სარჩელი შეტანილი და ჩემი მრჩევლად დანიშვნა არ შემიშლის ხელს იმაში, რომ სასამართლოში ამ საკითხზე ბრძოლა გავაგრძელო. ეს არის ჩემი პირადი გადაწყვეტილება და საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე დანიშვნას არ უკავშირდება“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ. რაც შეეხება უშუალოდ კოჟორიძის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნის საკითხს, კოჟორიძის თქმით, ეს თანამდებობა მისთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. ამასთან, კოჟორიძის განმარტებით, ბევრ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც მართლმსაჯულებასა და ადამიანის უფლებებს ეხება, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მას საერთო ხედვები ჰქონდათ, აქედან გამომდინარე კახა კოჟორიძეს იმედი აქვს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მომავალი თანამშრომლობა იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)