|
2017-04-10 11:50:04, 2040 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჯანელიძე: დროა, ოკუპაციის ხაზით დაყოფილ საზოგადოებას შორის ნდობა აღდგეს
„დროა, ოკუპაციის ხაზით დაყოფილ საზოგადოებას შორის აღდგეს ნდობა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა პროვოკაციული ქმედებების ნაცვლად, ხელი შეუწყოს შერიგებისა და დაახლოების პოლიტიკას“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის საკითხის კომენტირებისას განაცხადა. მინისტრის თქმით, საერთაშორისო საზოგადოება საქართველოში ასეთი სამართლებრივი ნორმების დარღვევით ჩატარებულ ქმედებას არ აღიარებს. „არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რა შედეგი დადგა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე და რეფერენდუმზე. საერთაშორისო საზოგადოებამ უკვე დააფიქსირა საკუთარი პოზიცია ამ მოვლენებთან დაკავშირებით და ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ არ აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება არასდროს ასეთი ყოველგვარი სამართლებრივი ნორმების დარღვევით ჩატარებულ ნებისმიერ ქმედებას და საერთაშორისო საზოგადოება ყოველთვის იქნება ერთგული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, როგორც ეს გაცხადებულ იქნა ძალიან ბევრ ოფიციალურ განცხადებაში“,-აღნიშნა ჯანელიძემ. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად დგამს ნაბიჯებს როგორც საერთაშორისო ფორმატში, ასევე შერიგების პოლიტიკის მიმართულებით და ეს ასეც გაგრძელდება.
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)