15:29 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-10 11:12:22, 2383 ნახვა

სამართალი
შსს-მ ახმეტასა და ლაგოდეხში უკანონო იარაღი ამოიღო

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს და ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1962 წელს დაბადებული რ.ქ. და 1962 წელს დაბადებული ა.ო. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ახმეტის რაიონის სოფელ ბირკიანში, რ.ქ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი: გლუვლულიანი სანადირო თოფი, ქარხნული წესით დამზადებული კომბინირებული სანადირო თოფი და 48 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

ამასთან, უწყების ცნობით, პოლიციამ ლაგოდეხის რაიონის სოფელ თელაში, ა.ო.-ს ავტომანქანის ჩხრეკისას, არარეგისტრირებული გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. „აბრეზი“, 2 მასრა და 2 საბრძოლო ვაზნა ამოიღო.

„ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ვარგისია სროლისათვის.

ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, - აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება რ.ქ.-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით), ხოლო ა.ო.-ს მიმართ - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
კობახიძე: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ტრაგიკული მოვლენაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics