|
2015-01-13 15:22:50, 3246 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ლიტვის „თავისუფლების დამცველის“ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რიყეზე გამართულ „ლიტვის თავისუფლების დამცველის“ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და ლიტველ ხალხს „თავისუფლების დამცველის“ დღე მიულოცა. როგორც პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საზოგადოება, როგორც ლიტვაში ისე საქართველოში, საკუთარი ქვეყნების დამოუკიდებლობას ზეიმობს. „არის გამოთქმა, რომ თავისუფლების ხე დროდადრო პატრიოტთა სისხლით უნდა მოირწყას. სამწუხაროდ, ამ გამოთქმის მართებულობა გამოსცადა ჩვენმა ორმა ერმა, ჩვენმა თაობამ, როგორც ლიტვაში ასევე საქართველოში. პატრიოტებმა, თავისი სისხლით, თავისი პრინციპულობით, თავისი ქვეყნის სიყვარულით, თავისი მომავლის რწმენით შექმნეს საკუთარი ქვეყნების დამოუკიდებლობა. მათი დავიწყება შეუძლებელია. დღეს, როდესაც ჩვენ პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დაიღუპნენ ამ ბრძოლებში, ჩვენ პატივს მივაგებთ მათ სულებს, ვინც თავისუფლება ყველაზე მაღალ ღირებულებად დააყენა!“-განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.. გიორგი მარგველაშვილმა საპატიო სტუმრებთან ერთად, ლიტვის ორასი მეტრის სიგრძის დროშის გაშლის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა. ლიტვის თავისუფლების დამცველის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში საქართველოს პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობდნენ ლიტვის ელჩი საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თბილისის მერი, აშშ-სა და შვეიცარიის ელჩები საქართველოში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)