|
2017-04-08 15:12:27, 2377 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
აბესაძე: პრეზიდენტთან საკონსტიტუციო კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ მქონია
„ევროპული საქართველოს“ წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, მას საქართველოს პრეზიდენტთან საკონსტიტუციო კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით არანაირი კონსულტაციები არ ჰქონია. როგორც აბესაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საკონსტიტუციო კომისიაში პარტიის მონაწილეობა დამოკიდებულია იმ საკითხების მნიშვნელობაზე, რომელზეც კომისია მსჯელობს. „პირველ რიგში, მოლოდინი გვაქვს, რომ კომისია ვრცლად და არსობრივად იმსჯელებს მოქმედი საარჩევნო სისტემის რეფორმირებაზე. ეს არის მთავარი დაკვეთა, რომელიც საზოგადოების მხრიდან აქვს სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო კომისიას. თუკი კომისია აცდება მთავარ მიზანს და საუბარი გვექნება მხოლოდ პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცაზე და „ქართული ოცნების“ გავლენის გაძლიერებაზე, ასეთ შემთხვევაში ვიფიქრებთ, გავაგრძელოთ თუ არა მონაწილეობა კომისიის მუშაობაში. „ევროპული საქართველოს“ მონაწილეობა საკონსტიტუციო კომისიაში თავიდანვე დამოკიდებული იყო იმ საკითხების მნიშვნელობიდან და შინაარსიდან გამომდინარე, რომელზეც კომისია მსჯელობს. პარტია მონაწილეობს კომისიის მუშაობაში მანამ, სანამ შესაძლებლად მიგვაჩნია, რომ მსჯელობა მიმდინარეობდეს საარჩევნო სისტემის რეფორმირებაზე იმისთვის, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შედეგი ამომრჩევლის ნებას სამართლიანად ასახავდეს“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)