|
2017-04-07 15:46:16, 1829 ნახვა
კომენტარი
ბერლინერი: ეს იყო აშშ-ის პასუხი იმ შემზარავი ფაქტის მიმართ, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმო
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე, ნიკოლა ბერლინერი ამერიკის მიერ სირიის საავიაციო ბაზაზე განხორციელებულ იერიშს გამოეხმაურა. ელჩის მოადგილის თქმით, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა აღნიშნა, სირიის ავიაბაზაზე იერიში იყო პასუხი და რეაქცია იმ შემზარავი ფაქტის მიმართ, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმო. „აშშ-ის პრეზიდენტმა წუხელ ღამით განცხადება გააკეთა. ეს იყო პასუხი და რეაქცია იმ შემზარავი ფაქტის მიმართ, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმო. ქიმიური იარაღის გამოყენება საერთაშორისო სამართლის ნორმას არღვევს და ყველა საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლისთვის ისეთი რამეა, რაც საყოველთაო დაგმობას იმსახურებს. ეს ნაბიჯი აშშ-ის მხრიდან შესატყვისი და აუცილებელიც იყო“, - განაცხადა ნიკოლა ბერლინერიმ. შეგახსენებთ, რომ საავიაციო ბაზაზე თავდასხმა გუშინ ღამით მოხდა. ამერიკამ სირიაზე სამხედრო იერიში განახორციელა და 59 "Tomahawk"-ის ტიპის რაკეტა გამოიყენა. ჰომსის გუბერნატორის ტალალ ბარაზის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სირიაზე განხორციელებულ იერიშს 4 ადამიანი ემსხვერპლა, 7 კი დაიჭრა. თავდასხმები ალ შაირათის სამხედრო ბაზაზე, ხმელთაშუა ზღვიდან მოხდა, სადაც 2 ხომალდია განთავსებული. ამერიკამ სირიაზე თავდასხმა მას შემდეგ განახორციელა, რაც რამდენიმე დღის წინ იდლიბის პროვინციაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ბაშარ ასადმა ქიმიური იარაღი გამოიყენა. აღნიშნულ თავდასხმას 80 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 100-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)