|
2015-04-07 16:48:42, 527 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი: დღეს ისეთი დიდი დღესასწაულია, რომ ჩიტი ბუდესაც კი არ აკეთებს თავისთვის
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით მღვდელმთავრებთან ერთად საღმრთო ლიტურგია აღავლინა. ლიტურგიის დასრულების შემდეგ უწმინდესმა მრევლს ქადაგებით მიმართა და მათ კეთილი საქმის კეთებისკენ მოუწოდა. "დღეს ისეთი დიდი დღესასწაულია, რომ ჩიტი ბუდესაც კი არ აკეთებს თავისთვის. კიდევ ერთხელ თაყვანსა ვცემთ ყოვლაწმინდა ღვთისმშობელ დედას და წმინდა მთავარანგელოზ გაბრილეს და შევთხოვთ მათ, რომ ახარონ ასაქართველოს მთლიანობა, ახაროს საქართველოს მშვიდობა და კეთილდღეობა. რაღაც სიკეთე უნდა გავაკეთოთ დღეს ყველამ ჩვენგანმა დ აი ის სიხარული, რასაც შენ მოუტან მოყვასა, ასმაგათ დაგიბრუნდება", - ბრძანა პატრიარქმა. ხარება ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულია. სახარების (ლუკა 1,28-35) მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზს უხარებია მარიამ ღვთისმშობლისათვის, რომ მისგან იშვებოდა იესო ქრისტე, ძე ღვთისა. ქრისტოლოგიაში ხარება მიჩნეულია კაცობრიობის ხსნის დასაბამად, საუკუნეებით დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადებად და სხვა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)