|
2017-04-06 09:53:16, 1978 ნახვა
კომენტარი
გიორგი კვირიკაშვილი: ქუთაისი მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრი ხდება
ქუთაისში როგორც თვითმფრინავით, ისე მატარებლით ჩასულ მგზავრებს ერთმანეთთან საფეხმავლო ბილიკი დააკავშირებს, - ქუთაისის აეროპორტში სარკინიგზო ხაზის მშენებლობის პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულების - სივრცითი განვითარების შემადგენელი ნაწილია, პრემიერ-მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მომავალი წლიდან, ყველა სამგზავრო მატარებელი, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით თუ პირიქით იმოძრავებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ჭიშკრის წინ გაჩერდება. „დღევანდელი სტატისტიკით, ეს იქნება დაახლოებით 12 მატარებელი 24 საათის განმავლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად საქართველოს ყველა წერტილიდან, აეროპორტის მიმართულებით თუ პირიქით, საქართველოს ნებისმიერ წერტილში მისვლა ძალიან იოლი იქნება. ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ქუთაისი ხდება ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი ლოგისტიკური, ტურისტული თვალსაზრისით, პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ პროექტის განსახორციელებლად სავარაუდოდ დასახელებული ერთი წელი საჭირო არ იქნება და „საქართველოს რკინიგზა“ მშენებლობას უფრო ნაკლებ დროში დაასრულებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)