12:17 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-04 11:09:36, 1941 ნახვა

კომენტარი
კობაიძე: ხვედელიძეზე თავდასხმა იმ ჯგუფებიდან მოდის, რომელიც მას ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაუპირისპირდა

„ხალხის პარტიის“ თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძე შს მინისტრის ყოფილ მოადგილეზე გელა ხვედელიძეზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

კობაიძის განცხადებით, ორ სახელმწიფო ინსტიტუტს შორის დაპირისპირებაა, რის გამოც ქვეყანაში კრიმინალთან ბრძოლა სათანადოდ ვერ ხერხდება.

"გაზრდილი კრიმინალი ცხადჰყოფს, რომ პოლიციელებს უნდა მიეცეთ მეტი შესაძლებლობა და მეტი თავისუფლება, რათა იმოქმედონ თამამად. დღეს კი ორ სახელმწიფო ინსტიტუტს შორის დაპირისპირებაა. ვგულისხმობ პროკურატურას და შს სამინისტროს, ამიტომ ვერ ხდება კოორდინირებული ქმედებები და კრიმინალთან სათანადო ბრძოლა.

ხვედელიძეზე თავდასხმაც იმ ჯგუფებიდან მოდის, რომელიც მას დაუპირისპირდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს. არა მგონია, ხვედელიძის თავდასხმის რეალური შემსრულებელი გამოძიებამ გამოავლინოს, რაც არის საგანგაშო. ფაქტიურად, უკონტროლო ხდება კრიმინალური სიტუაციის გაკონტროლება ქვეყანაში და ეს, ძალიან ცუდ შედეგებს მოგვიტანს“, - აღნიშნავს „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძე.

ცნობისთვის, ხვედელიძის გუშინ  საკუთარ სახლთან ორი ნიღბიანი პირი დაესხა თავს.

გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics