|
2015-04-07 12:46:32, 849 ნახვა
სამართალი
შსს-მ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
შსს-ს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ლევან ქ. მკვლელობის ბრალდებით მცხეთის რაიონ სოფელ მამკოდაში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 აპრილს, საღამოს საათებში, სოფელ მამკოდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1962 წელს დაბადებულ ბესარიონ დ-ს გულმკერდისა და კისრის არეში დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „მიყენებული ჭრილობების შედეგად ბესარიონ დ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ლევან ქ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის იარაღი - დანა - ნივთმტკიცებად ამოღებულია. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით).
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)