|
2017-04-03 10:51:51, 1826 ნახვა
კომენტარი
ჯეჯელავა: ჩვენი მიზანია, რეპეტიტორის დახმარების გარეშე, სკოლის მოსწავლეებმა შემდგომი კარიერული განვითარება შეძლონ
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯლავას განცხადებით, მათი მიზანია, რეპეტიტორის დახმარების გარეშე, სკოლის მოსწავლეებმა შემდგომი კარიერული განვითარება შეძლონ. მისივე თქმით, უმაღლეს განათლებაში უწყების აქცენტი ცალსახად ინტერნაციონალიზაციაა-ანუ ქართველმა და უცხოელმა სტუდენტებმა უნდა მიიღონ საერთაშორისო დონის დიპლომი საქართველოში. „სკოლამდელ განათლებაში ძირითადი აქცენტი არის რეგულირება, ანუ ფაქტობრივად, პედაგოგის სტატუსი უბრუნდება ასე ვთქვათ აღმზრდელს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვაპირებთ, სკოლაში უფრო საინტერესო გახდეს პროგრამა, უფრო მისადაგებული დღევანდელი ახალგაზრდების საჭიროებებზე. თავისუფალი გაკვეთილების ინიციატივა, ტექნოლოგიების გამოყენება და ჯანსაღი ცხოვრების წესი სკოლაში. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია, რეპეტიტორის დახმარების გარეშე, სკოლის მოსწავლეებმა შეძლონ შემდგომი კარიერული განვითარება უმაღლეს განათლებაში. ჩვენი აქცენტია ცალსახად ინტერნაციონალიზაცია, ანუ ქართველმა და უცხოელმა სტუდენტებმა საერთაშორისო დონის დიპლომი უნდა მიიღონ საქართველოში, მეტი უცხოელი სტუდენტი გვინდა ჩაერთოს საქართველოს განათლების უმაღლეს სისტემაში. 10-ჯერ მეტი პროფესიული სტუნდეტი გვჭირდება გრძელვადიან პერიოდში. ამიტომ, მის პოპულარიზაციაზეც არის აქცენტი“,-განუცხადა ჟურნალისტებს ალექსანდრე ჯეჯელავამ. ცნობისთვის, ამწუთებში ალექსანდრე ჯეჯელავა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების განვითარების ძირითად მიმართულებებს, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს დიპლომატიური კორპუსისა დ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აცნობს. პრეზენტაცია მოიცავს ზოგად განათლებას, პროფესიულ განათლებას, უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებას.
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)