|
2015-04-06 18:06:09, 489 ნახვა
საზოგადოება
ელგუჯა ხოკრიშვილი მყინვარ დევდორაკზე და მდ. ამალის ხეობაში სტიქიური პროცესების მიმდინარეობას შეისწავლის
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, დაბა ყაზბეგში, შვეიცარიელ ექსპერტებთან ერთად, მყინვარ დევდორაკზე და მდ. ამალის ხეობაში სტიქიური პროცესების მიმდინარეობას შეისწავლის. როგორც „ექსპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულტან დაკავშირებით დღეს მინისტრი მცხეთა-მთიანეთის რეგიონს ესტუმრა. გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და შვეიცარიულ კომპანია „GEOTEST"-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შვეიცარიელი ექსპერტები სტიქიური პროცესების შესწავლის შემდეგ, ადრეული შეტყობინების სისტემის კონცეფციას შეიმუშავებენ. სპეციალისტები ადგილზე შეარჩევენ ტერიტორიებს , სადაც განლაგდება ადრეული შეტყობინების სისტემისათვის საჭირო ხელსაწყო-დანადგარები. ადრეული გაფრთხილების სისტემა გარემოს ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს სტიქიურ პროცესებზე რეაგირება რამდენიმე წუთის წინსწრებით მოახდინოს, რის შემდგომაც შესაძლებელი გახდება სტიქიური პროცესების ფიქსაცია და განგაშის გამოცხადება. ასევე, აღნიშნული სისტემის დამონტაჟებით შესაძლებელი გახდება საქართველოს სამხედრო გზაზე მოძრავი როგორც ადგილობრივი ისე ტრანზიტული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა. ექსპერტები საქართველოში გარემოს ეროვნული სააგენტოს მოწვევით იმყოფებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)